Sunday, October 8, 2017

ტრენინგის ბოლო დღე

დღეს დავამთავრეთ ტრენინგი :პროექტზე დაფუძნებული სწავლება. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ინტეგრირება სასწავლო პროცესში, რაც სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხს ამაღლებს, უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვლევითი, შემოქმედებითი , თანამშრომლობითი, კომუნიკაციისა და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.ტრენინგი ნამდვილად ნაყოფიერი და მრავლისმომცველი იყო,შევისწავლეთ პროექტის სწორად წარმართვისა და განხოეციელების გზები, რაშიც დზალიან დიდ დახმარებას გვიწევდა ტრენერიც და მოტივაციასაც გვიმაღლებდა პროექტის უკეტ განხორციელების საქმეში. გავხსენით ელექტრონული პორტფოლიო, გავეცანით პროექტის მიზნებსა და 21 საუკუნის უნარ-ჩვევებს, რაზედაც არის ორიენტირებული მოსწავლის ცოდნა.ავირ ჩიეთ  თემა და თემის სიღრმისეული ცოდნისათვის განვსაზღვრეთ;
  , სტანდარტები, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,რაც არა მარტო ფაქტობრივ ცოდნას, არამედ დიდად უწყობს ხელს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებასაც,გავეცანით შეფასების 5 სტრატეგიას და შესაბამის ინსტრუმენტებს.მოვირგეთ მოსწავლის როლიც და შევქმენით მოსწავლის პროდუქტი, მოვახდინეთ დიფერენცირება .განვიხილეთ პროექტისა და პორტფოლიოს პრეზენტაციები. ვისწავლეთdrive--ზე ატვირთვა ინფორმაციის და blogze გაზიარება.
დარწმუნებული ვარ ტრენინგზე მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები ჩემი პროფესიული საქმიანობის უკეთ წარმართვაში.

No comments:

Post a Comment

ტრენინგის ბოლო დღე

დღეს დავამთავრეთ ტრენინგი :პროექტზე დაფუძნებული სწავლება. საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება და ინტეგრირება სასწავლო პროცესში, რაც სწავლა...